ნანუკა ჟორჟოლიანი ბალიზე ისვენებს და აი, რას წერს ადგილობრივების შესახებ
ტელეწამყვანი ნანუკა
ჟორჟოლიანი ბალიზე
ისვენებს და
ნახეთ რას
წერს :
„ვიდრე მოგიყვებით
ახალ ამბავს
უბუდზე, უნდა
ავღნიშნო მთავარი
სხივი აქაურობის.
ძალიან ბევრ
კაფეში ნახავთ
წარწერას, “ჩვენ
ინტერნეტი არ
გვაქვს, ეკონტაქტეთ
ერთმანეთს”. როგორც
ჩანს ეპოქის
“ჭირმა” აქამდეც
მოაღწია. თუმცა
ეს არ
შეიმჩნევა. თითქმის
ვერ ნახავთ
ადგილობრივს, რომელიც
ტელეფონში იყურება.
სელფების გადაღება
კი, მე
და ჩინელებსაც
კი გვრცხვენია.
ახლა
მთავარი. უბუდში მრავალშვილიან ოჯახად ითვლება ის, ვისაც 3 ბავშვი ჰყავს. 260 მილიონიან ქვეყანას აქვს ამის ფუფუნება. ჩვენი გიდი, სატური ამბობს რომ შვილი ყველაზე სერიოზული “პრობლემაა”.
“ წლები
უნდა ვიშრომო, რომ ვასწავლო, ამასობაში მთელი ცხოვრება გაივლის და მეც დავბერდებიო” . მიუხედავად ამისა, სატური მაინც სამი შვილის მამაა, მაგრამ შვილებზე საუბარი დიდად არ ხიბლავს. აი, შვილიშვილების ამბები კი სხვანაირად უნათებს სახეს.
ბალიზე
ყველა ვალდებულია პირველ შვილს დაარქვას პუტუ, მეორეს მადე, მესამეს ქომა. აქვთ მეორე სახელიც, რომელსაც სანთლით არჩევენ. ბავშვის დაბადების დროს ინთება კონკრეტული სახელობის სახელი (ასეთი ათია) და რომელიც ყველაზე მეტად ალდება, ის ერქმევა ახალშობილს. ოღონდ ერთი თვის და ერთი კვირის შემდეგ. დამავიწყდა მეთქვა. უბუდელებს ჯერათ რომ აალებული სანთელი, ხანგრძლივი სიცოცხლის ნიშანია.
აქ,
უყვართ ღმერთების სახელების დარქმევა. ღმერთების იმიტომ რომ ამათ ბევრი ჰყავთ, რომლებზეც ცალკე უნდა მოგიყვეთ.
სატური
დარწმუნებულია რომ ყველა მისი ოჯახის წევრი, მისი ნაწილია სხვა ცხოვრე(ბე) ბიდან. ამ თემებზე საუბარი არ უყვართ, თუმცა რელიგიურ ასპექტში ყვებიან კარმის და ბევრჯერ დაბადების შესახებ. ეს ამბები ცალკე პოსტს იმსახურებს.
უბუდში
ხშირად გაიგონებთ ფრაზას, “ just in Bali. ” და ეს სიტყვები ჯადოსნურად მხოლოდ აქ ისმის. კუნძულზე სადაც ადამიანებს ადამიანები კი არა, ჯუნგლებიც არ ერჩიან.“- წერს ნანუკა და ფოტოებსაც აქვეყნებს.
კომენტარი