სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გული ფეთქავს მარტო, მისი არცერთი ორგანო აღარ მუშაობს" - ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დააბრუნებენ

ცნობილი მომღერლის, ზურაბ დოიჯაშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება.

როგორც "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა report.ge-სთან საუბარში განაცხადა, გულის გარდა მას არცერთი ორგანო აღარ უმუშავებს.

ოქიტაშვილის თქმით, საჭირო თანხა უკვე შეგროვებულია და როგორც კი ექიმები უფლებას მისცემენ, მომღერალს საქართველოში დააბრუნებენ.

"ჩვენ მისი ჩამოყვანის თანხა მთლიანად, რაც სჭირდებოდა, 20 000 დოლარი, ანუ 66 000 ლარი შევაგროვეთ. ახლა ექიმები ამზადებენ ტრანსპორტირებისთვის. მისი მეუღლე საქმის კურსშია, ჩვენ როგორც კი მოგვცემენ განკარგულებას ისრაელში ექიმები, რომ შეიძლება რეანომობილით ზურას გადმოყვანა, ჩვენ მას მაშინვე დავაბრუნებთ საქართველოში.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას - ის საერთოდ გათიშულია და არის აპარატზე შეერთებული, გული ფეთქავს მარტო, მისი არცერთი ორგანო აღარ მუშაობს",- განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

ცნობისთვის, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძვის, ის ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100