სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რეგუსი“ მომხმარებელს ინოვაციურ მომსახურებას „ვირტუალური ოფისს“ სთავაზობს

ვირტუალური ოფისი - სივრცე, რომელიც საქმიან ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას მიწვდეს და ეკონტაქტოს პარტნიორებს რეალური ფართის არსებობის გარეშე. რეალურად კი მას გააჩნია ბიზნეს მისამართი, ოფის მენეჯერი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც კი სერვის ოფისების პროვაიდერი კომაპნიის“ რეგუსის“ ბიზნეს ცენტრები ფუქნციონირებს. „რეგუსი“ უკვე საქართველოშია, და მომხმარებელს სხვა მომსახურებასთან ერთად ინოვაციურ პროდუქტს - ვირტუალურ ოფისს სთავაზობს.

რატომ უნდა ავირჩიოთ ვირტუალური ოფისი? პასუხის ერთია - ის ინოვაციურია და ხელმისაწვდომი. როგორც „რეგუსში“ განმარტავენ მასზე მოთხოვნის გაზრდა და სიმარტივეს, სწორედ მისი ინოვაციურობა განაპირობებს. ვირტუალური ოფისის სერვისი მოიცავს კომბინირებულ მომსახურების პაკეტს. მუდმივად უზრუნველყოფს ოფისში შემოსული ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მონიტორინგს. მომხმარებელს აქავს წვდომა ტანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ შეხვედრების ოთახზე, ინტერნეტზე, რეგუსის ბიზნეს ლაუნჯებზე და სხვა.

ვირტუალური ოფისი - ეს არის ორგანიზაციის ვირტუალური წარმომადგენლობა ქვეყანაში. თუმცა ეს მცნება ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვეთ და ჩვენს კლიენტებს მივეცით საშუალება სხვადასხვა ქვეყანაში იქონიონ ბიზნეს და იურიდიული მისამართი, საფოსტო ინდექსი, დაარეგისტრირონ ახალი კომპანია გამოიყენონ ბიზნეს ლაუნჯი და შეხვედრების ოთახები. თუ გაქვთ ვირტუალური ოფისი საქართველოში ან ნებისმერ სხვა ქვეყანაში, თქვენ გადმოგეცემათ გოლდ ბარათი და გექნებათ წვდომა რეგუსის 3000-ზე მეტ ბიზნეს ლაუნჯზე მსოფლიოს მასშტაბით,“ - აღნიშნავს „რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე.

საქმიანი ადამიანები, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო მათ განკარგულებაშია „რეგუსის“ საწევრო ბარათები „ბიზნეს სამყარო“. მათი მფლობელები დიდ დროს არ უთმობენ ფიქრს, თუ რომელ სასტუმროში ან კაფეში მოიძიონ სწრაფი ინტერნეტი და სამუშაო გარემო, რადგან „რეგუსის“ ფილიალების მოძიება მარტივად, აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ.

სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული) მდებაორებს და მომხმარებელს მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ და იდეალურ სამუშო გარემოს სთავაზობს.

„რეგუსი“ დაარსდა 1989 წელს ბრისუელში, ბელგიაში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში. კომპანიის ქსელი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიზნეს ცენტრს, რომლებიც 120 ქვეყნის 1000-მდე ქალაქშია განთავსებული. „რეგუსი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. „რეგუსში“ ყველა ტიპის და ზომის ბიზნესის საჭიროებაა გათვალისწინებული. ახლადგარემონტებული და მოწყობილი A კლასის ოფისები, გადახდის მოქნილი და მარტივი პირობები, თანამედროვე და დაცული IT ინფრასტრუქტურა, შეხვედრების ოთახები, საერთო სამუშაო სივრცე, ადმინისტრაციის მომსახურება, წვდომა რეგუსის 3000 ფილიალზე მსოფლიოს მასშტაბით, ეს ის მნიშვნელოვანი სერვისებია, რაც მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100