სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მაშინ, როდესაც კადიროვი აბსურდულ ჯილდოებს იღებს, ჩეჩნების დანაკარგი ომში განსაკუთრებულ მასშტაბს აღწევს" - ჩეჩნეთში ომში დაღუპულთა რაოდენობის გასაჯაროებას ითხოვენ

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის ბრძა­ნე­ბით, უკ­რა­ი­ნის ომში "მო­ხა­ლი­სე მე­ომ­რე­ბის" კი­დევ ერთი ჯგუ­ფი წა­ვი­და. kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, გროზ­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან მან ე.წ. სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის ზო­ნა­ში მო­რი­გი ჯგუ­ფი გა­უშ­ვა. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, უკ­რა­ნის ომში და­ღუ­პუ­ლი ჩე­ჩე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. "რამ­ზან კა­დი­რო­ვის ცნო­ბით, ჩეჩ­ნეთ­ში ოთხი სამ­ხედ­რო ბა­ტა­ლი­ო­ნის ფორ­მი­რე­ბა იგეგ­მე­ბა. ესე­ნია "ჩრდი­ლო­ეთ ახ­მა­ტი", "სამ­ხრეთ ახ­მა­ტი", "და­სავ­ლეთ ახ­მა­ტი" და "აღ­მო­სავ­ლეთ ახ­მა­ტი". ყვე­ლა მათ­გა­ნის შე­მად­გე­ლო­ბა­ში "ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩეჩ­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან." 28 ივ­ნისს, კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "და­სავ­ლეთ ახ­მა­ტის" ბა­ტა­ლი­ო­ნი უკვე შე­იქ­მნა, იქ მხო­ლოდ ჩეჩ­ნე­ბი ირი­ცხე­ბი­ან და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვი ანა­ლი­ტი­კო­სის თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში გა­საგ­ზავ­ნი ახა­ლი ჩეჩ­ნუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის შექ­მნა იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამ ომში და "პუ­ტი­ნის გეგ­მებ­ში კა­დი­როვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ამის გაგ­რძე­ლე­ბაა 1-ელ ივ­ლისს გროზ­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან მო­რი­გი მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფის გაშ­ვე­ბაც." მი­სი­ვე ცნო­ბით, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რებ­ლებ­მა 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ, არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს კა­დი­როვს უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი ძა­ლოვ­ნე­ბის, სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ემ­ხი­ლა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ 22 ივ­ნისს ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი რვა პო­ლი­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. kavkaz-uzel.eu წერს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლია იმა­ზე ბევ­რად მეტი ჩე­ჩე­ნი, ვიდ­რე ბოლო რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - რო­დე­საც კა­დი­რო­ვის პო­ლი­ტი­კის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის გამო, "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი" და­უნ­დობ­ლად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ად­გი­ლობ­რივ ახალ­გაზ­რდებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100