ცნობილთა ცხოვრების ერთი ეპიზოდი: მერაბ კოსტავა და ექვსასი მეტრი მიწა
ვაჟა ადამიას მოგონებიდან:
1988 წლის ზაფხულის ღამე იყო, მერაბი და მე მერხზე ვისხედით ჩვენს ეზოში. დაღლილები ფიქრს მივცემოდით.
მერაბს ყველა მომსვლელი გაესტუმრაბინა უკვე. უცებ ფეხზე წამოიჭრა, ბოლთის ცემას მოჰყვა გამალებით. მას ხომ წუთითაც არ შეეძლო იმოქმედოდ ყოფნა. შეჩერდა.
–აარრა! საქართველო რომ დამოუკიდებელი გახდება, მე არც ერთ მთავრობაში არ შევალ,- თქვა ეს მტკიცედ, დაჟინებით. ჩაფიქრდა.
ვერ მივხვდი, მე მესაუბრებოდა, თუ საკუთარ თავს. რამდენიმე ხანს ასე იდგა ჩაფიქრებული. შემდეგ ისევ გაიმეორა ჯიუტად:
– აარრა! როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდება,მე არც ერთ მთავრობაში არ შევალ (”არც ერთ”-ში პარლამენტსა და მინისტრთა საბჭოს გულისხმობდა)!
–კი მაგრამ, მერაბ, ვიმ გაგლეჯს კალთას?-ვკითხე განცვიფრებულმა (მერაბის ”წინასწარმეტყველებით” საქართველო და საბჭოთა იმპერიაში შემავალი სხვა რესპუბლიკები აუცილებლად რუსეთთან ერთად უნდა გათავისუფლებულიყვნენ, ამიტომაცაა გასაგები ჩემი მაშინდელი განცვიფრება და ისიც, რომ მთავრობაში ჩვენს შესვლა–არ შესვლაზე საუბარი უაზროდ მეჩვენა, ვინაიდან იმპერია მაშინ ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე).
–საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდება, რა საქმიანობას მიჰყოფ ხელს?- მომიგო კითხვაზე კითხვით.
– თუ ჩემი სპეციალობით მუშაობის საშუალებას მომცემთ,ძალიან დაგიმადლით...
–ჰმ! არ გქონია ჭკუა შენ,- მომიგო მან.
– რატომ,მერაბ?-ვკითხე.
– საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდება,წავალ სოფელში, ვიყიდი ექვსას მეტრ მიწას.... –და შეყოვნდა. მივხდი, გაახსენდა – სულს იქით გროშიც რომ არ ებადა და აბა, რით იყიდდა იმ ექვსას მეტრ მიწის ნაკვეთს. არც შევმცდარვარ, რადგან საუბარი შემდეგ ასე გააგრძელა:
– საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდება, ხომ მომცემენ, ბიჭო, ექვსას მეტრ მიწას?..
– რა ვიცი, თუ დაიმსახურე,იქნებ მოგცენ კიდეც,- მივუგე ხუმრობით.
კომენტარი