
Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახა აბაშიძე დაინიშნა
Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახაბერ აბაშიძე დაინიშნა — ინფორმაციას ამის შესახებ AT.ge ავრცელებს.
აბაშიძემ Disney-ში 2008 წელს დაიწყო მუშაობა, როდესაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში ტელეარხების დისტრიბუციის დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოციზია დაიკავა.
ასევე 2014 წლიდან დღემდე ის Disney-ის მედიადისტრიბუციის განვითარებაზე საბერძნეთში, იტალიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ რუსული Disney-ის დირექტორი ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ Fox-ის რუსულ წარმომადგენლობაში მუშაობდა, სადაც ის კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
კომენტარი