21 წლის ბიჭი ტბაში დაიხრჩო - ამ დრომდე ვერ ხერხდება მისი წყლიდან ამოყვანა
21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ტბაში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ძევრთან არსებულ ტბაზე მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდები სანადიროდ იმყოფებოდნენ. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ნანადირევი წყალში ჩავარდა, ახალგაზრდა კი მის ამოსაღებად მიუახლოვდა ტბას, რა დროსაც მიწა მოწყდა და წყალში ჩავრდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია. ახალგაზრდის ამოყვანა წყლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე მყვინთავებს ელოდებიან.
კომენტარი