სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლამ გააცოცხლა ჩემი იმედები, რომ ოდესმე ჩემი ჯერი დადგება“ - სააკაშვილის სტატია WSJ-ში

The wall street journal -ი მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს, რომელშიც ექსპრეზიდენტი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა მურზასს გათავისუფლებასს ეხმაურება. სააკაშვილი წუხს, რომ მსჯავრდადებულების გაცვლა იმ დროს ვერ მოხერხდა, როცაა ალექსეი ნავალნი ცოცხალიი იყო.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ბოლოდროინდელი პატიმართა გაცვლის შესახებ თბილისში ჩემს საკანში შევიტყვე. სიხარულით მავსებდა იმის ცოდნა, რომ გათავისუფლებულთა შორის იყო ჩემი მეგობარი ვლადიმირ კარა-მურზა. რუსეთის გავლენის წინააღმდეგობა, როგორც ვიცით, უფრო ხშირად სახიფათო მცდელობაა. ჩემს მეგობარს, ალექსეი ნავალნის, არ ექნება სამშობლოში დაბრუნების აღლუმი, არც ცრემლიანი შეხვედრა ოჯახთან, რადგან მან იმდენი ვერ იცოცხლა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

სააკაშვილი პარალელს ავლებს რუსულ და ქართულ რეპრესიებს შორის. მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ, კარა მურზას მსგავსად, ისიც მოწამლეს.

მეც ვარ რუსული რეპრესიების მსხვერპლი, შეთითხნილი ბრალდებებით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს, შემდგომ სასამართლო პროცესია, რომელიც მემუქრება დამატებით 11 წლიანი პატიმრობით. ბატონი კარა-მურზას მსგავსად, მე მომწამლეს ჩემმა გამტაცებლებმა და, სავარაუდოდ, სიმპტომებს ცხოვრების ბოლომდე გავუძლებ“, - წერია სტატიაში.

რუსეთსა და დასავლეთს შორიიიის პატიმრების გაცვლამ, როგორც ირკვევა, მესამე პრეზიდენტს გაუჩინა იმედი, რომ დადგება დღე, როცა თავისუფლების გემოს ხელახლა გაიგებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ჩემს გათავისუფლებაზე მომუშავეებს შორისაა. მაგრამ არიან სხვებიც, რომლებიც ამის თავიდან ასაცლებლად მუშაობენ. საქართველოს 2003 წლის ვარდების რევოლუციას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მას ასევე ჰყავდა თავისი მტრები.

1 აგვისტოს პატიმრების გაცვლამ გააცოცხლა ჩემი იმედები, რომ ოდესმე ჩემი ჯერი დადგება , ვიგრძნო თავისუფლების გემო. იმედით ვცხოვრობ, რადგან მის გარეშე არაფერი მაქვს“, - ამბობს სააკაშვილი გამოცემასთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100