სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთმა ევროპის ობიექტებზე ატომური რაკეტების გასაშვებად ფლოტი მოამზადა - FT

რუსეთმა ევროპის ობიექტებზე ატომური რაკეტების გასაშვებად ფლოტი მოამზადა. ამის შესახებ Financial Times მის ხელთ არსებული საიდუმლო დოკუმენტების მითითებით წერს. დოკუმენტების თანახმად, ნატოსთან პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთმა ევროპის სიღრმეში ბირთვული რაკეტების გასაშვებად ფლოტი გაწვრთნა.

ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე, სამხედროებმა ნატოს ოფიცრებს სავარაუდო სამიზნეების რუქები წარუდგინეს. ზოგიერთი მათგანი ისე შორსაა, როგორც, მაგალითად, საფრანგეთის დასავლეთ სანაპირო და დიდ ბრიტანეთში ბაროუ-ინ-ფერნესი.


დოკუმენტებით ირკვევა, თუ როგორ წარმოიდგენდა რუსეთი კონფლიქტს დასავლეთთან და როგორ გეგმავდა აბსოლუტური დარტყმების სერიას დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ. ეს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია 2008-დან 2014 წლამდე, მოიცავს რაკეტების სამიზნეების ჩამონათვალს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუკები შედგენილია საპრეზენტაციო მიზნებისთვის და არა ოპერატიული გამოყენებისთვის. ისინი ასახავს ნატოს 32 სამიზნეს ევროპაში:

ამავე დროს, ნატოს ყოფილმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა უილიამ ალბურკმა, რომელიც ახლა სტიმსონის ცენტრში მუშაობს, თქვა, რომ ეს ნიმუში ევროპის მაშსტაბით სამიზნეების მხოლოდ მცირე ნაწილია.

ომის მათი კონცეფცია არის ტოტალური ომი... ისინი ამ ნივთებს (ტაქტიკური ბირთვული ქობინი) პოტენციური გამარჯვების იარაღად მიიჩნევენ. მათ სურთ გამოიყენონ ისინი და საკმაოდ სწრაფად“, - ამბობს ჯეფრი ლუისი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100