"რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები ჩაიმტვრიოთ, შემდეგ კი დაიხრჩოთ" - რას ამბობენ მოსკოვში ჯონსონის გადადგომაზე
რუსული პოლიტიკური ელიტა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის თანამდებობიდან გადადგომას სიხარულით შეხვდა. ისინი ჯონსონს "სულელ ჯამბაზს" უწოდებენ და ამბობენ, რომ ბრიტანელ ლიდერს "თავისივე გაშვებული ბუმერანგი უკან დაუბრუნდა." "მას ჩვენ არ მოვწონვართ და არც ჩვენ მოგვწონს ის“, - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ცოტა ხნით ადრე, სანამ ჯონსონი გადადგომის შესახებ განაცხადებდა. რუსეთის დუმის ქვედა პალატის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ "ევროპელმა ლიდერებმა უნდა იფიქრონ, "სადამდე მიიყვანთ ასეთი პოლიტიკა." "კლოუნი მიდის, ის არის რუსეთის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი. ევროპელმა ლიდერებმა უნდა იფიქრონ, სად მიგვიყვანს ასეთი პოლიტიკა“, - აცხადებს ვოლოდინი.
კომენტარი