სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინას ახალი გმირი ჰყავს – ვიქტორ პოსტოლი –ჩერნოვეცკის შვილის გუნდის მოკრივე

უკრაინელმა ვიქტორ პოსტოლმა პროფესიონალური კრივის ყველაზე პრესტიჟულ WBC ვერსიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ვიქტორის პრომოუტერი საქართველოში მცხოვრები კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის და მისი ქართველი ყოფილი მეუღლის შვილი– სტეპან (სტეფანე) ჩერნოვეცკია „ძალიან ვამაყობ ამ მოვლენით – განუცხადა პრესას ლეონიდ ჩერნოვეცკიმ. უკრაინაში მხოლოდ სამ მოკრივეს აქვს ეს დიდი ტიტული, მათ შორის უკვე არის ვიქტორ პოსტოლი.

პოსტოლის გუნდი საბრძოლო რინგზე გამოვიდა მაისურებში, რომლებსაც წარწერა „ვლოცულობთ უკრაინისთვის“ ამშვენებდა.

„ჩემს შვილს სტეპანს (სტეფანეს), ძალიან უყვარს თავისი მეორე სამშობლო – საქართველო! ის თბილისში დაიბადა, ბავშობა აქ გაატარა, ჰყავს ბევრი ქართველი მეგობარი და ამით ძალიან ამაყობს! თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ხშირად ჩამოდის ჩემთან სტუმრად ქობულეთში და ძალიან უყვარს აქ დარჩენა. ვუყურებ იმას, თუ როგორ მოსწონს მას აქ დროის გატარება, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს ის, როგორც მე თავის ოჯახთან ერთად საქართველოში გადმოვა საცხოვრებლად“

Lucas Matthysse vs. Viktor Postol Highlights | ლუკას მატუსსე – ვიქტორ პოსტოლ ბრძოლის საუკთესო მომენტები

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100