სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამაფრთხილებელი SMS

ამერიკის შეერთებულ შტატებში, უახლოეს მომავალში, ახალი SMS სისტემა შეიქმნება, რომელიც საშიში სიტუაციების დროს მაცნეს ფუნქციას შეასრულებს. ამის შესახებ მასობრივი კომუნიკაციების სააგენტოს ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯულიუს ჯინაჩოვსკიმ განაცხადა.

სააგენტო “ფრანს-პრესის” ინფორმაციით, ახალი SMS სერვისი სახელწოდებას PLAN ( Personal Localized Alerting Network) მიიღებს და 2011 წლის ბოლომდე მხოლოდ ნიუ-იორკში იმუშავებს, ხოლო 2012 წლის აპრილამდე უკვე მთელი შეერთებული შტატების ტერიტორიას მოიცავს. ამ შეტყობინების საშუალებით, მობილური კავშირის აბონენტებს სხვადასხხვა საფრთხეების, ტერაქტების, სტიქიური უბედურებების, სასწრაფო სიტუაციების შესახებ გააფრთხილებენ.

გაფრთხილება ჩვეულებრივი ზომის, დაახლოებით 90 ნიშნამდე შემადგენლობის ტექსტური შეტყობინება იქნება. თავდაპირველად, პროექტში კომპანიები AT&T, Sprint, T-Mobile და Verizon მიიღებენ მონაწილეობას. 2010 წელს კი, ამ პროგრამაში სხვა მობილური კომპანიებიც ჩაერთვებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100