სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძარი ლენტეხში - ცეცხლი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა

ხანძარი ლენტეხში - ცეცხლის გაჩენის შედეგად დაიწვა 2,5 ჰექტარის ფართობი.


როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძარი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. უწყების ინფორმაციით, ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100