სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბატისტა არგენტინის ნაკრებს ჩამოაცილეს

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი თავისუფალია. სერხიო ბატისტა თანამდებობიდან გადააყენეს.

“კოპა ამერიკაზე” მეოთხედფინალში, ურუგვაისთან განცდილი მარცხის შემდეგ, ბატისტას შესაძლო გადაყენების თემა აქტუალური გახდა, მაგრამ არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი ხულიო გრონდონა ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებდა. წერტილი გუშინწინ, ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დასვეს.

სერხიო ბატისტას ხელმძღვანელობით “ალბისელესტემ” 17 შეხვედრა ჩაატარა. 8-ჯერ მოიგო, 6-ჯერ ფრედ ითამაშა და 3-ჯერ დამარცხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100