„ამბავი მინდა მოგიყვეთ. რატომღაც მგონია უნდა იცოდეთ"
ნანუკა ჟორჯოლიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ისტორიას იხსენებს, რომელსაც დრონი.ჯი უცველად გთავაზობთ.
„ამბავი მინდა მოგიყვეთ. რატომღაც მგონია უნდა იცოდეთ.
მამაჩემმა 2006 წელს იყიდა თბილისის ზღვაზე მიწა და ააშენა სახლი. მისი და თბილისის ზღვის ისტორია ცნობილია. ყველა დაცინოდა მანდ მიწას რატომ ყიდულობო:) ის ამტკიცებდა რომ ტერტორია როდესმე მიმზედველი გახდებოდა. სახლშიც ბევრი წინააღმდეგობა ქონდა, მაგრამ თავისი გაიტანა. მოკლედ, ზურიკო და დაჯი ( ჩემი მშობლები) სიბერისთვის სამოთხეს წლებია, აგურ-აგურ აშენებენ თბილისის გარეუბანში. ერთხელაც ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ მოამზადა სიუჟეტი, თბილისის ზღვაზე კოდუამ აგარაკი აიშენაო. ვრცელი ზღაპარი მიუძღვნა ამ ამბავს. მამაჩემმა დაურეკა, იმიტომ რომ მას პირადად იცნობდა, კიევში ნარინჯისფერი რევოლუციის დროს როგორც ჩემთვის, ისე ნანასთვის მოქონდა თერმოსით ყავა. ყინვები იყო მაშინ უკრაინაში და ცხელ ყავას სულ სხვა ფასი ქონდა :) მოკლედ, დაურეკა ზურიკომ და უთხრა, შვილო ჩემია ეს სახლი, რა მიჭირს სხვის სახლში ვიცხოვროო, მოდი განახებ საბუთებს როდის ვიყიდე მიწა, როდის დავიწყე სახლის მშენებლობაო. ნანა დაპირდა მოვალ აუცილებლადო. პირობა პირობად დარჩა, მაგრამ ამას ვინ დაეძებს. იმავე ადგილას მივიდა და მეორედ გააკეთა რეპორტაჟი იგივე პათოსით. თითქოს სახლი ერეკლე კოდუას ეკუთვნოდა.
ჩემი ძმა რომ დააკავეს ხომ გახსოვთ. სახლიდან აიყვანეს. სპეცრაზმი ისე შევიდა გეგონება ტერორისტს იჭერდნენ. დედაჩემი ამიტომაც იყო ნაწყენი. ნიღბიანები ვერ გაიგო რატომ იყო აუცილებელი აყვანის დროს. ირაკლი საქართველოში არ იყო და შესაბამისად ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიგებდი დიდხანს. უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი რომ ინფორმაცია აგვიანებდა. მოკლედ, მიშკას ამბავი კი იცით, იჯდა გლდანში მაგრამ ეს სხვა თემაა. ნანა ლეჟავამ გააკეთა რეპორტაჟი თითქოს მიშკა ქუჩაში აიყვანეს, ვისოლის ოფისთან სადაც თითქოს ერეკლე კოდუა მივარდა ამას როგორ ბედავთო. ამ ამბავს ტყუილში არ ჩავუთვლიდი რომ არა ერთი ამბავი. ჩემმა ოჯახმა როდესაც გაიგო, რომ რეპორტაჟის გასაკეთებლად ნანას გადაცემა იყო მისული სახლში, კარები გაუღეს და მოუყვნენ რეალობა რა იყო. მიშკა სახლიდან როგორ გაიყვანეს, ყველა დეტალი მოკლედ.. ნანა ლეჟავა რომ ამ ყველაფერს ფარულად წერდა სხვა თემაა, პრობლემა იმაშია რომ მაინც ტყუილი თქვა. მამალი ტყული თან. ანუ ჩემო ოჯახის წევრებმა რაც მოუყვეს უბრალოდ დამალა. მახსოვს მისი კომენტარი ბესლანში რომ დააკავეს, ისეთი რაღაც დამალევინეს აღარაფერი აღარ მახსოვსო და ამიტომაც არ მიკვირს. იმიტომ რომ ეს არის გოგო, რომელმაც შიძლება ყველაფერი იკადროს.
არ გეგონოთ ეს წყენა პირადი იყოს. წარმოგიდგენიათ რამდენი სიუჟეტი გაკეთებულა ჩემს ყოფილ მეუღლეზე? მიშკაზე სხვებმაც გააკეთეს რეპორტაჟი, მაგრამ როდესმე რამე მითქვამს კოლეგებზე? არასოდეს. იმიტომ რომ ჟურნალისტებიც ვცდებით ხანდახან. წყარო ჩვენც გვატყუებს, მაგრამ როცა მეორე მხარე კომენტარს გაძლევს და არ აჩვენებ, მალავ და მაინც ტყუილის ტირაჟირებას აკეთებ მხოლოდ ოროსანი ჟურნალისტი არ ხარ. უბრალოდ საშიში ადამიანი ხარ, რომელიც ყველაფერს იკადრებ.
აი ასეთი გოგო დანიშნეს იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსად და იცით რატომ? მაია თაბაგარი არასოდეს იკადრებდა იმას, რასაც ნანა ლეჟავა იკადრებს. ესეიგი უნდათ ტყუილი, ტყუილი და მხოლოდ ტყუილი. არაფერი ტყუილის გარდა. ამას კიდევ ბევრი არ იკადრებს ქართულ მედიაში.“ - წერს ნანუკა პირად ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი