სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართულ სკოლებში ახალი საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება დაიწყება

2016-2017 სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება დაიწყება. აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით ახალი საგანი ითვალისწინებს მოსწავლეების ჩართულობას და ინფორმირებულობას საზოგადოებრივი წესების შესახებ.

ძირითადი აქცენტები გაკეთდება გარემომცველ სამყაროზე (ოჯახი, სკოლა), ჯანსაღი ცხოვრების წესზე, უსაფრთხოებაზე, ძალადობის საკითხებზე, ტოლერანტობაზე, სოციალური უნარების განვითარებაზე, სახელმწიფოზე, გარემოს დაცვაზე და სხვ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100