სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმერეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ქუთაისში „დიდების“ მემორიალის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. აფეთქების ნამსხვრევებმა დედა-შვილი იმსხვერპლა. შვილი მხოლოდ 8 წლის იყო. მომხდარის გამო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უცხოეთში ვიზიტი შეწყვიტა.
მეტიც, პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი ჩაატარა და თანამდებობიდან გაათავისუფლა პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში, ირაკლი ჩოგოვაძე
'პრეზიდენტი შეძრწუნებულია მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახსა და ახლობლებს. პრეზიდენტის განკარგულებით დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახებს მატერიალურ დახმარებას სახელმწიფო სრულად აღმოუჩენს', - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ
აფეთქება კომპანია „საქფეთქმრეწვის“ მიერ იყო ორგანიზებული. „დიდების“ მემორიალის ირგვლივ, რომელიც ავტორმა, მერაბ ბერძენიშვილმა ფაშიზმზე გამარჯვებას მიუძღვნა, ჯერ კიდევ მის აფეთქებამდე ატყდა პოლემიკა.
ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილი და კრემლი „დიდების“ მემორიალის დემონტაჟს დუეტში არ ეთანხმებოდნენ. თუმცა, მემორიალის დემონტაჟი მაინც გადაწყდა, რასაც სამწუხაროდ მსხვერპლი მოჰყვა.
გენერალურ პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ მკაცრად დაისჯება ყველა ის პირი, რომლის დაუდევრობითაც ორი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100