სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინფიცირების ათასობით შემთხვევა შეუმჩნეველი დარჩა - იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს შესაძლოა ათჯერ აღემატებოდეს

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს შესაძლოა ათჯერ აღემატებოდეს. ასეთი დაშვება იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა.

ანჯელო ბორელის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში კორონავირუსზე ტესტი საავადმყოფოში გადაყვანილ ადამიანებს უკეთდებოდა და სავარაუდოდ, ინფიცირების ათასობით შემთხვევა შეუმჩნეველი დარჩა.

„ჩვენ საკმაოდ რეალურად მიგვაჩნია ერთ დადასტურებულ შემთხვევაზე ათი გამოუვლენელი შემთხვევის თანაფარდობა“, - განაცხადა იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

23 მარტის მდგომარეობით, იტალიაში კორონავირუსით 64000 ადამიანია ინფიცირებული, 6078 გარდაცვლილი და 7432 განკურნებული. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100