"ეგონა დათვი შეხვდა, რის გამოც ესროლა" - მკვლელობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი - რას ჰყვებიან ადგილობრივები
ქობულეთში, სოფელ ხალაში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებულმა ნოდარ კახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია, იგი თავად ჩაბარდა. “სათევზაოდ იყო წასული. გვიან ღამით, უკან დაბრუნებისას სპეციალური ნიღაბი ეკეთა. პარალელურად თანასოფლელი ამავე გზაზე გადაადგილდებოდა, სიბნელის გამო, ვერ მიხვდა, რომ ადამიანი იყო, სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცმა ხმა არ გასცა. 43 წლის მამაკაცს ეგონა დათვი შეხვდა, რის გამოც ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. შემთხვევა სოფლის გზაზე მოხდა, ჩაქვისთავში”, - განაცხადა ნოდარ კახიძემ
კომენტარი