სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა

საქართველოს ელჩი შვეიცარიასა ლიხტენშტეინში ზურაბ ჭიაბერაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გახდა. მისი წარდგენა ამ წუთებში დასრულდა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის წინამორბედი, ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ქალაქ თბილისის მერის მოადგილე გახდა.

ანდრია ურუშაძემ 2010 წლის 10 სექტემბერს მინისტრის პოსტზე სანდრო კვიტაშვილი შეცვალა. ზურაბ ჭიაბერაშვილი 2003-2004 წლებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა, 2004-2005 წლებში ქალაქ თბილისის მერი იყო, 2005 წლის 26 სექტემბრიდან 2010 წლის 4 დეკემბრამდე ევროსაბჭოში - საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ხოლო 2011 წლის 4 მარტიდან იგი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100