სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს

კიევში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს. ჟურნალისტს სახლის შესასვლელში ზურგში სამჯერ ესროლეს, როდესაც ის მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა. არკადიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ და შემდეგ დაეცა. ამ დროს სახლში, მისი მეუღლე და ქალიშვილი იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში მიჰყავდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტორობოტი გამოაქვეყნა. ანდრეი ბაბჩენკო მუქარების გამო ერთი წლის წინ საცხოვრებლად რუსეთიდან უკრაინაში გადავიდა. სამართალდამცავები ბაბჩენკოს მკვლელობის მოტივებთან დაკავშირებით ორ ვერსიაზე მუშაობენ. ესაა მისი პროფესიული საქმიანობა და სამოქალაქო პოზიცია.

ბაბჩენკო სამხედრო ჟურნალისტი იყო, გაშუქებული აქვს თითქმის ყველა სამხედრო კონფლიქტი. მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი. ბაბჩენკო რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა. 2012 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100