
დიმიტრი ხუნდაძემ ცეზარ ჩოჩელს გაყალბებით მოუგო? - ჩოჩელის ბიულეტენებს აბათილებენ
31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგად ხუნდაძემ ჩოჩელს რამდენიმე ხმით მოუგო. თუმცა უბნებზე უამრავი დარღვევა გამოვლინდა. ამჯერად ვიდეოში ასახულია წეროვნის #41 საარჩევნო უბანი, სადაც ხმების დათვლისას ცეზარ ჩოჩელის უამრავი ბიულეტენი არაკანონიერად სცნეს ბათილად. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები კანონიერად ჩატარდებოდა და დარღვევებს ადგილი არ ექნებოდა? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია, თუ გავითვალიწინებთ მცხეთის მაჟორიტარობის ორივე კანდიდატის შედეგების მინიმალურ სხვაობას.
კომენტარი