დიდი ცვლილებები მთავრობაში
საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დავით ტყეშელაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ოფიციალურად წარადგინა, მის მოადგილედ კი ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი დანიშნა.
ტყეშელაშვილი გზების დეპარტამენტის თავჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილმა შეცვალა. ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია კი სახელმწიფო დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.
კულტურის სამინისტროს ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტი გამოეყო, ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდა და აღნიშნულ სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი უხელმძღვანელებს.

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდ გარდაიქმნება და მას `კოალიცია სოლიდარობისთვის~ თავჯდომარე ვერა ქობალია ჩაიბარებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ თორნიკე გორდაძე დაინიშნა, რომელიც სამინისტროში ევროპულ მიმართულებას ჩაიბარებს.
მთავრობის ახალი წევრების წარდგენის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ჯერჯერობით უცნობია პოპოლიკაშვილი მოღვაწეობას სად განაგრძობს.
კომენტარი