თუ ბავშვი მშობლების განქორწინების შემდეგ მამას ირჩევს...
მას შემდეგ რაც ბედნიერი და მეგობრული ოჯახი ინგრევა, მშობლები განქორწინდებიან, დგება საკითხი ვისთან იცხოვროს ბავშვმა. ბუნებრივია სასამართლო პატარების აღზრდას დედას აბარებს, მაგრამ რა ხდება თუ თვითონ ბავშვი დედასთან ცხოვრებას მამასთან ყოფნას ამჯობინებს?
როცა მამა მიდის სახლიდან, ბავშვები მაშინვე მის ნაკლებობას განიცდიან. ამიტომ თუ ბავშვი აცხადებს, რომ მამასთან ცხოვრება სურს, არ არის საჭირო განგაშის ატეხვა. არსებობს მრავალი ხერხი იმის დასამტკიცებლად, რომ პატარასთვის თქვენთან ცხოვრება უკეთესია.
კვირაში 6 დღეს ხომ დედას უწევს სიმკაცრის გამოჩენა, სხვადასხვა აღმზრდელობითი საკითხის დარეგულირება. მამასთან კი დასვენება. დედა- სიმკაცრე და წესრიგი მამა- მუდმივი მხიარულება, weekend-ები ხომ დასვენებასთან, ნაყინის ჭამასთან, სეირნობასთან და საქანელებთან ასოცირდება. მთავარია შეძლოთ ამ ბალანსის სწორად გადანაწილება.
ბავშვი გრძნობს თავისუფლებას და მხიარულებას და შესაბამისად აკეთებს არჩევანს. ამიტომ თქვენც უნდა ეცადოთ მასთან თავისუფალი დროის გატარებას, მათვთვის მხიარული დღეების ჩუქებას, რათა ყოველდღიურმა რუტინამ არ მოაბეზროს თქვენს გარემოში ყოფნა. ასევე თქვენმა პატარამ ვერ უნდა მოახერხოს დედ-მამის ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით გამიჯვნა. აუცილებელია მშობლებს შორის საერთო აღზრდის პრინციპის ქონა.
გადატვირთული გრაფიკის გამო შესაძლოა ბავშვისთვის თქვენი სითბო და ყურადღება არ აღმოჩნდეს საკმარისი, რამაც შეიძლება განაპირობოს თქვენი შვილის არჩევანი.
შესაძლოა პრივილეგია სულაც არ იყოს მამა, მაგრამ გარემო პირობები სადაც მას თქვენთან ერთად უწევს ყოფნა აგდებდეს სტრესულ მდგომარეობაში მაგალითად: თქვენი ახალი პარტნიორი, შესაძლოა სახლი სადაც ცხოვრობთ, ან მისივე თანატოლები გახდნენ ამ სტრესის მიზეზი.
უპირატესობა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა უმნიშვნელო დეტალმა რომელსაც თქვენი ყურადღება არც კი მიუქცევია, მაგალითად მამის სახლში დატოვებულმა ერთგულმა მეგობარმა ''ძაღლმა'' რომლის გარეშეც თქვენი ბავშვი დისკომფორტს განიცდის. ასეთ შემთხვევაში პატარა ლეკვის ყიდვაც სრულიად საკმარისია და პრივილეგიაც ისევ თქვენს ხელთ აღმოჩნდება.
ნებისმიერ შემთხვევაში აყალმაყალის გარეშე უნდა მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ მისი აზრი. სწორად მოძებნეთ მიზეზი და სწორად შეარჩიეთ გზა სასურველი შედეგის მისაღწევად.
კომენტარი