ჰელსინკის კომისია ენტონი ბლინკენს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
ჰელსინკის კომისია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელზე წერილს ავრცელებს.
კომისიის წევრები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
წერილში, რომელსაც ხელს რამდენიმე კონგრესმენი აწერს, ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს მოსახლეობის დასაცავად.
კომენტარი