სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 წლის სკოლის მოსწავლეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

რუსეთის ფედერაციაში სასამართლო 15 წლის გოგონას საქმეს განიხილავს, რომელიც 56 წლის მამაკაცის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც ცნობილია გოგონა გამოცდის შემდეგ შინ ბრუნდებოდა და ეზოში მას მთვრლმა ნასამართლევმა მამაკაცმა უცენზურო სიტყვებით მიმართა. შემდეგ ეს მამაკაცი მოქმედებაზეც გადავიდა და გადაწყვიტა გოგონაზე ძალა ეხმარა. გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მოძალადე არ მოეშვა. შედეგად, გოგონა გაიქცა, არც ამან შეაჩერა მამაკაცი. ეჭვმიტანილმა იქვე, ეზოში რკინის ჯოხი იპოვა და თავის ტრამვა მიაყენა მოძალადეს, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიებამ აჩვენა, რომ გოგონა საბრძოლო ხელოვნებას კარგად ფლობდა. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. არასრულწლოვანს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100