სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ მგონია შეკვეთა რუსეთიდან მოდიოდეს, უფრო შინაურების ნამუშევარს ჰგავს" - აფხაზეთში რუსი ბიზნესმენის მკვლელობის მონაწილე რამინ ხმაილი მოკლეს: რა ვერსიები ვრცელდება მომხდარზე?

ო კუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რი რა­მინ ხმა­ი­ლი, იგი­ვე "მა­სი­კი" მოკ­ლეს. ის გვი­ან ღა­მით, სო­ხუმ­ში სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, "მა­სიკს", სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი ჩა­უ­საფ­რდა და ცე­ცხლი ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან გა­უხ­სნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია DNAbkhazia ტე­ლეგ­რამ არხზე ვრცელ­დე­ბა... გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, დაჭ­რი­ლია მას­თან ერ­თად მყო­ფი კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი. "ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი მომ­ხდარ­ზე ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას არ ავ­რცე­ლე­ბენ..." - წერს ekhokavkaza.com. მი­სი­ვე ცნო­ბით, მა­სიკ ხმა­ი­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის სერ­გეი კლე­მენ­ტო­ვი­ჩი­სა და მისი მე­გო­ბა­რი ქა­ლის, ოქ­სა­ნა სკა­რედ­ნო­ვას მკვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლეა. მას საკ­მა­ოდ მდი­და­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი აქვს. "მა­სიკს" რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სას­ჯე­ლის ზო­მად 13-წლი­ა­ნი მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნია შე­უ­ფარ­დეს, თუმ­ცა 2019 წელს, ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ცი­ხი­დან გარ­კვე­უ­ლი ვა­დით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­შინ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წერ­დნენ, რომ "მა­სიკ­მა" საქ­მე­ში თა­ვი­სი გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ნაც­ნო­ბო ჩა­რია, რად­გან მისი "ხელ­მარ­ჯვე­ო­ბის, მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბი­სა და რის­კი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი". ამას­თან, თუ "მა­სი­კი" თავს და­უ­ფა­სებ­ლად და მე­გობ­რე­ბის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლად იგ­რძნობ­და და ხმას ამო­ი­ღებ­და, შე­საძ­ლო იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბაც და­ე­კონ­კრე­ტე­ბი­ნა, ვინც სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­დნენ. ცნო­ბის­თვის, სერ­გეი კლე­მენ­ტო­ვიჩს აფხა­ზეთ­ში ჯარ­თის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია Petroleum-Abkhazia ჰქონ­და. თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას რე­გი­ონ­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა - უც­ნო­ბი პი­რე­ბი ანო­ნი­მუ­რად უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და ბიზ­ნე­სის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას ურ­ჩევ­დნენ. შემ­დეგ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერ­და, რომ მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თი აფხა­ზე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი ნო­დიკ კვი­ცი­ნია იყო, რომ­ლის და­ვა­ლე­ბი­თაც "მა­სიკ­მა" და ბიგ­ვა­ვამ (პირი, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს) რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი გა­ი­ტა­ცეს. კვი­ცი­ნი­ას ძმა, აფხა­ზეთ­ში მა­შინ­დე­ლი ე.წ. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე იყო. სერ­გეი კლე­მენ­ტო­ვი­ჩი აფხა­ზი დე­პუ­ტა­ტი­სა და რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გაგ­რის რა­ი­ო­ნის დაბა კოლ­ხი­და­ში 3,5 ჰექ­ტა­რი მიწა გახ­და, რო­მე­ლიც კვი­ცი­ნი­ამ კლე­მენ­ტო­ვიჩს სა­ი­დუმ­ლოდ ორ მი­ლი­ონ დო­ლა­რად მიჰ­ყი­და, თუმ­ცა ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 1 500 რუბ­ლზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, კლე­მან­ტო­ვიჩ­მა კვი­ცი­ნი­ას მხო­ლოდ 580 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და, და­ნარ­ჩენ­ზე კი უარი უთხრა. რო­გორც გა­ირ­კვა, ამის გამო, კვი­ცი­ა­ნია და მისი გავ­ლე­ნა­ნი ძმა რუს ბიზ­ნეს­მენს ურე­კავ­დნენ და სიკ­ვდი­ლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა იმის იმე­დით, რომ კლე­მენ­ტო­ვიჩს აფხა­ზეთ­ში გან­ლა­გე­ბულ რუ­სე­თის სა­სა­ზღვრო ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რო­ბას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, მე­ტიც, მათი მფარ­ვე­ლო­ბით სარ­გებ­ლობ­და და კვი­ცი­ნი­ე­ბის მუ­ქა­რა არაფ­რად ჩა­აგ­დო. მოთ­მი­ნე­ბა­და­კარ­გულ­მა ნო­დიკ კვი­ცი­ნი­ამ მა­სიკ­სა და ბიგ­ვა­ვას მისი გა­ტა­ცე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და­ა­ვა­ლა. "საქ­მე­ში ასე­ვე იყ­ვნენ ახრა გო­პია და ას­ლან წვიჟ­ბაც, რომ­ლებ­მაც გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი სო­ფელ აძი­უბ­ჟა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს... შე­სა­ბა­მი­სად, 2012 წელს "მა­სიკ­მა" და ოჩამ­ჩი­რელ­მა ბიგ­ვა­ვამ ის პარტნი­ორ სკა­რედ­ნო­ვას­თან ერ­თად, ია­რა­ღის მუ­ქა­რით გა­ი­ტა­ცეს... ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და, 2013 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს კი, რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და მისი მე­გო­ბა­რი ქა­ლის ცხედ­რებს ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მი­ტო­ვე­ბუ­ლი სო­ფელ აძი­უბ­ჟა­ში, ძველ ჭაში მი­აგ­ნეს" - წერს ekhokavkaza.com. აფხა­ზე­თი პა­ტა­რა რე­გი­ო­ნია, კვი­ცი­ნი­ა­სა და კლე­მენ­ტო­ვიჩს შო­რის კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ ბევ­რის­თვის იყო ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა კვი­ცი­ნია მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ირო­ნი­ულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და. "სა­სა­მარ­თლოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვს, და­მი­დი­ოდ­ნენ, რომ მე მოვ­კა­ლი და ჩავ­ჯდე­ბიო" - გა­ნა­ცხა­და მან და ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი მო­იხ­სნა. რო­გორც ჩანს, ძმებს კვი­ცი­ნი­ებს მტრე­ბი ჰყავ­დათ და საქ­მეც გა­იხ­სნა. "მა­სი­კი" და ბიგ­ვა­ვა და­ა­კა­ვეს. აფხა­ზე­თის სა­სა­მარ­თლომ ისი­ნი ორი პი­რის გა­ტა­ცე­ბა­ში, მათ მკვლე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ფლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა... 2017 წელს და­ა­კა­ვეს ნო­დიკ კვი­ცი­ნი­აც. "აფხა­ზეთ­ში ასე­თი მიდ­გო­მა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია - ჯერ ჩა­მო­დი­ან ფუ­ლი­ა­ნი კა­ცე­ბი, ხარ­ბდე­ბი­ან ჩვენს სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს, ბიზ­ნე­სი ია­ფად კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუმ­ცა შემ­დეგ მათ ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლე­ბი ურე­კა­ვენ და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ის სა­ნაც­ვლოდ, წილ­ში ჩაჯ­დო­მას სთხო­ვენ. რო­გორც ჩანს, ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას ვერც კლე­მენ­ტო­ვიჩ­მა და მის­მა პარტნი­ორ­მა აუ­ა­რეს გვერ­დი. მათ კრი­მი­ნა­ლე­ბის რჩე­ვა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და მათ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას შე­ე­წირ­ნენ კი­დეც..." - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ია­სონ აფხა­ზი. "სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ მო­ი­შო­რა "მა­სი­კი" და რა საქ­მის­თვის. არ მგო­ნია ეს შეკ­ვე­თა რუ­სე­თი­დან მო­დი­ო­დეს, უფრო ში­ნა­უ­რე­ბის ნა­მუ­შე­ვარს ჰგავს. შე­საძ­ლოა, ავად­მყო­ფი ქი­ლე­რი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბით ტკბე­ბო­და და ნარ­კო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლობ­და" - წერს მზი­კა მუ­კბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100