სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შვილის პიტბული მიიყვანა, ამბობდა, გიორგისგან ესღა დამრჩაო... ეზოში გახდა ცუდად და დაგლიჯა უბედური ქალი" - რას ჰყვება ამერიკაში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი პიანისტის მეგობარი

ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი მა­რი­ნა გა­ბუ­ნია ამე­რი­კა­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­კუ­თა­რი შვი­ლის პიტ­ბულ­მა დაგ­ლი­ჯა, რის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ამ ქალი ლონგ აი­ლენდში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი იპო­ვა. პიტ­ბუ­ლი ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცველ­საც და­ეს­ხა თავს, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ამ ძაღლს ეს­რო­ლა. მა­რი­ნა გა­ბუ­ნი­ას შე­სა­ხებ მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, მუ­სი­კის­მცოდ­ნე, მუ­სი­კის თე­ო­რე­ტი­კო­სი თინა ნაც­ვლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა: - 70-იანი წლე­ბის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ბევ­რი სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კო­სი აღი­ზარ­და, რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს. ბევ­რმა მათ­გან­მა სა­ზღვრებს მიღ­მა გა­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი და მათი მოღ­ვა­წე­ო­ბა ეროვ­ნულ სი­ა­მა­ყედ იქცა. იც­ვლე­ბო­და ეპო­ქა, გარ­ბო­და წლე­ბი. 90-ია­ნე­ბი უმ­ძი­მე­სი იყო თით­ქმის ყვე­ლა­სათ­ვის და ვი­საც კი რა­ი­მე შან­სი გა­უჩ­ნდა, ყვე­ლამ და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო. მა­რი­ნა გა­ბუ­ნია კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩემ­ზე ერთი კურ­სით უკან სწავ­ლობ­და. ჩვენ მთე­ლი ეს წლე­ბი ვმე­გობ­რობ­დით და მარ­თლაც ბევ­რი რამ გვქონ­და ერ­თად გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი. მა­რი­ნა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა იყო - ნი­ჭი­ე­რი პი­ა­ნის­ტი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მომ­ღე­რა­ლი, თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­გო­ბა­რი. მახ­სენ­დე­ბა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პე­რი­ო­დის ე.წ. სტუ­დენ­ტუ­რი ბრი­გა­დე­ბი. 10-12 სტუ­დენ­ტი­სა­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფე­ბი კონ­ცერ­ტე­ბით მოგ­ზა­უ­რობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში. ეს იყო და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი. ასეთ კონ­ცერ­ტებ­ზე პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი იყო არაკ­ლა­სი­კუ­რი რე­პერ­ტუ­ა­რიც, ძი­რი­თა­დად ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ წლებ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ამ სიმ­ღე­რებს ეთერ იო­სე­ბი­ძე და მა­რი­ნა გა­ბუ­ნია მღე­როდ­ნენ, დღეს არ­ცერ­თი ცო­ცხა­ლი და­უ­ვი­წყა­რი იყო კონ­ცერ­ტე­ბი სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში და კონ­კრე­ტუ­ლად ენ­გურ­ჰე­სის მშე­ნებ­ლე­ბი­სათ­ვის, სა­დაც მა­რი­ნა გა­ბუ­ნია წა­მო­სუ­ლი იყო, რო­გორც პი­ა­ნის­ტი. შო­პენს უკ­რავ­და. მინ­დვ­რის ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი მო­არ­თვეს და სთხო­ვეს, არ წახ­ვი­დე, კი­დევ დარ­ჩი სცე­ნა­ზეო. მა­რი­ნა და­ფიქ­რდა, მერე მე და­მი­ძა­ხა ( ჩვენ ხში­რად ვხვდე­ბო­დით და მე აკომ­პა­ნი­მენტს ვუ­კე­თებ­დი მის ნამ­ღერს), იმ­ღე­რა და რა იმ­ღე­რა! ტა­შით და­ინ­გრა დარ­ბა­ზი. მერე დიდი წვე­უ­ლე­ბა მოგ­ვი­წყვეს და მა­რი­ნას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, შენი გაშ­ვე­ბა არ გვინ­დაო. ისიც სულ მომ­ღი­მა­რი, ნა­თე­ლი სა­ხით ჰპირ­დე­ბო­და, კი­დევ ჩა­მო­ვა­ლო. ბევ­რი კონ­ცერ­ტი შე­მო­ი­ნა­ხა მეხ­სი­ე­რე­ბამ, ბევ­რი მხი­ა­რუ­ლი დღე, ბევ­რი მო­სა­გო­ნა­რი, მაგ­რამ დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი გულს მი­ხეთ­ქავს. ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი, როცა სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი გაქვს გა­და­სად­გმე­ლი და ღე­ლავ, რომ რა­ღა­ცა­ში არ შეც­დე, რა­ღაც არ შე­გე­შა­ლოს. მა­რი­ნაც დად­გა ასე­თი მოვ­ლე­ნის წი­ნა­შე, როცა ოჯა­ხი და­ენგრა, დარ­ჩა ვა­ჟიშ­ვი­ლი და მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას და­ე­კის­რა. არ დაბ­ნე­უ­ლა, ნიუ-იორკში გა­ემ­გზავ­რა და აღ­მოჩ­ნდა ისეთ შე­მოქ­მე­დე­ბით ცენ­ტრში, რო­გო­რი­ცაა American Ballet Theatre. მალე კიThe Juilliard School -ის სა­ბა­ლე­ტო და­სის კონ­ცერ­ტმე­ის­ტე­რი გახ­და. ნიუ-იორკში შექ­მნა მე­ო­რე ოჯა­ხი და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს. მისი ვაჟი, გი­ორ­გიც იქ მოღ­ვა­წე­ობ­და და დე­დას არ ტო­ვებ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩა­მო­ვი­და, და­ქა­ლე­ბი შეგ­ვკრი­ბა და ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ სა­ჩუქ­რე­ბი მოგ­ვარ­თვა, გა­მიხ­სე­ნე­თო. მეც მეს­ტუმ­რა ოჯახ­ში და ძა­ლი­ან თბი­ლად ვიხ­სე­ნებ იმ სა­ღა­მოს. ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით "მე­სენ­ჯე­რით". ცხოვ­რობ­და ნიუ-იორ­კის ახ­ლოს, კუნ­ძულ­ზე, ლონგ აი­ლენ­დის ულა­მა­ზეს ეზო­ი­ან სახ­ლში და გვაც­ნობ­და იქა­უ­რო­ბას. მე­უღ­ლეც გა­მაც­ნო შო­რი­დან და შემ­პირ­და, შემ­დეგ­ში ერ­თად ჩა­მო­ვალ­თო. ეჰ, ეს აღარ მოხ­დე­ბა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100