სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტაივანელი ნათელმხილველი 2012 წელს ვლადიმირ პუტინს კრახს უწინასწარმეტყველებს

ურჩხულის წელი ვლადიმირ პუტინისთვის უბედურების მომტანი იქნება, - წინასწარმეტყველებს ცნობილი ტაივანელი ნათელმხილველი ჩან ვეიჩუნი. მისი პროგნოზი დღეს REUTERS-მა გადასცა.

„პუტინი 1952 წელსაა დაბადებული. ამ წელს მისთვის საგანძურის ვარსკვლავთა მფარველობა მოაკლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინი დიდძალ ფულს დაკარგავს“, - თქვა წინასწარმეტყველმა.

„როგორც ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერმა, შესაძლებელია, მან ვერ გამოიმუშაოს იმდენი ფული, რამდენიც ეკუთვნის, ან მთელ გამომუშავებულ და გადანახულ თანხას დახარჯავს“, - ამბობს ჩან ვეიჩუნი. ეს ნათელმხილველი წინასწარმეტყველებისთვის ძველ ჩინურ მეთოდს, ვარსკვლავებსა და ბანქოს ქაღალდს იყენებს.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინის მოლოდინი აშკარად ნათელმხილველის პროგნოზის საწინააღმდეგოა: ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უჩხულის წელსაა დაბადებული და ამ წელს მხოლოდ წარმატებებს მოელის.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ წინა ურჩხულის წელს, ანუ 200 წელს ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩიეს. სწორედ ამ თანამდებობას უმიზნებს იგი წლევანდელ, ისევ ურჩხულის წელსაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100