სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანს შეუძლია ახალგაზრდა სხეულში 130 წელი იცხოვროს

მკვლევარები ადამიანის დაბერების პროცესის შეჩერებას ცდილობენ. ამასთან დაკავშირებით ტარდება უამრავი კვლევა და ექსპერიმენტი. ცდებისთვის ცოცხალი ორგანიზმებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ძაღლებს იყენებენ და ცდილობენ ამოხსნან ფორმულა, რომელიც დაბერების პროცესის შენელებასთან ერთად სიცოცხლის გახანგრძლივების გარანტი იქნება.

ექპერიმენტი მოიცავდა ძაღლის დეენემის გადახარისხებას, გენურ რედაქტირებასა და ცხოველის მოთავსებას იმ გარემოში, სადაც რთული სასიცოცხლო პირობებია. თუ გენური თერაპია საბოლოოდ მიაღწევს წარმატებას, ამ ექსპერიმენტს მალე ადამიანებზე გამოიყენებენ.

გენური რედაქტირების პირველადი შედეგების გათვალისწინებით, მეცნიერები უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ადამიანს შეუძლია ახალგაზრდა სხეულში 130 წელი იცოცხლოს და ეს მალე რეალობა გახდება. ამასთან, სიცოცხლის გახანგრძლივებაც შესაძლებელია და ის საშუალოზე სამჯერ მეტად გაიზრდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100