სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი - ძირითადი ყურადღება დაუთმეთ წვრილმანი, გადაუდებელი საქმეების შესრულებას, რომელიც ერთიან იდეასთან არის დაკავშირებული. ეს შესაძლოა საქმიანი მოლაპარაკება, მიმოწერა, გამაჯანსაღებელი ღონისძიება იყოს. ხელსაყრელი დროა სამსახურებრივი ვალდებულების შესრულებისთვის, რომელსაც ხელფასის მომატება თან სდევს. დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ, რადგან სამომავლოდ თანხა მუდმივად დაგაკლდებათ.

კურო -დღეს წარმატება თქვენი თანმდევია. უსიამოვნო სიტუაციიდანაც სარგებელს ნახავთ. ბავშვები და საყვარელი ადამიანი თქვენს ავტორიტეტულ მოსაზრებას გაითვალისწინებენ. პრაქტიკულობას გარკვეული სიმსუბუქე შეუთავსეთ. ყოველდღიური იმიჯი მოდური ტენდენციების გათვალისწინებით შეიცვალეთ.

ტყუპები -დღეს საიმედოობის და სიმყარისკენ სწრაფვა მასტაბილებელი ფაქტორი იქნება. ამ მიმართულებით მოქმედება ორმხრივობის თავიდან აცილებაში დაგეხმარებთ. მაისში დაბადებულები სიყვარულსა და გარშემომყოფების არაპატიოსნებაში გაუგებრობას უნდა მოერიდონ.

კირჩხიბი -ინტერესი მრავალფეროვანი ინფორმაციის მიმართ, დღეს დაგიბრუნდებათ. თქვენ განკარგულებაში ახალი ცნობების დამატებითი წყარო აღმოჩნდება. მოლაყბე თანამგზავრი ან თანამოსაუბრე შეგხვდებათ. სიახლეების, ჭორების განხილვისა და ვარიანტების შედარებისთვის ხელსაყრელი დროა.

ლომი-მსხვილი ფინანსური დაბანდებისა და ღირებული ნივთების შეძენისთვის ხელსაყრელი დღეა. შემთხვევითი ემოციური იმპულსების გავლენით ნუ გაფანტავთ დანაზოგს. საქმიანი შუამავლები, აგენტები და მრჩეველები ყურადღებით აირჩიეთ, რადგან მათ საქციელზე თქვენი მატერიალური მდგომარეობის სტაბილურობაა დამოკიდებული. ძველი გეგმების ცვლილება წვრილმან რისკებთან იქნება დაკავშირებული.

ქალწული - დღის საათები პროდუქტიულად გამოიყენეთ. ამ დროს თქვენი წამოწყება მეტად წარმატებული იქნება. საღამოსკენ პარტნიორების აუხსნელი საქციელის, ასევე იმედგაცრუების, ტყუილისა და მცირე გეგმების ჩავარდნის ალბათობა გაიზრდება. კონსულტაციისა და შეთანხმების დადებისთვის ნაკლებად ხელსაყრელი დროა. კარიერაში მოსალოდნელია ცვლილებები. თქვენი შეფი შესაძლოა საქმიანი და მიმზიდველი ქალბატონი გახდეს.

სასწორი - რომანტიკული განწყობა და მომავლისკენ სწრაფვა წვრილმანი ბარიერის დანახვაში ხელს შეგიშლით, რომელიც სამომავლო პრობლემებს შექმნის. უცხოეთში გამგზავრებამდე ან ახალი ურთიერთობის დაწყებამდე მნიშვნელოვანი ნიუანსები გაითვალისწინეთ. დახურული გამოსვლებისა და კარდინალური ნაბიჯების გადადგმისთვის ნაკლებად შესაფერისი დროა.

ღრიანკალი - დღის მანძილზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ნებისმიერი წვრილმანი აქტუალური იქნება. პრაქტიკულობა გამოიჩინეთ და საეჭვო პროექტებს მოერიდეთ. თანამოაზრეებთან და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის კარგი დროა. აზრთა გაცვლის ან დოკუმენტების გაფორმებისას წარმოქმნილი მცირე გაუგებრობა სწრაფად მოგვარდება და მოვლენების მსვლელობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.

მშვილდოსანი - პირველ ადგილზე დღეს პროფესიული ვალდებულება აღმოჩნდება, რომელსაც უმაღლეს დონეზე შეასრულებთ. ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებისთვის არახელსაყრელი დროა. ჰორიზონტზე სიმპატიის ახალი ობიექტივგამოჩნდება, თუმცა მისი მოწონება უნდა მოიპოვოთ.

თხის რქა - დღეს მოვლენების მსვლელობაში ადვილად გაერკვევით. ჭორებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ და საკუთარ საქმიან წინათგრძნობას ენდეთ. უცხოური თანამშრომლობის განვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის შესანიშნავი დროა. ამა თუ იმ ადამიანის საიმედოობაზე იმსჯელეთ არა სიტყვებით და ჭორებით, არამედ კონკრეტული საქციელით.

მერწყული - სასიყვარულო საქმეებში და შემოქმედებით სფეროში ახალი იმპულსი გაჩნდება, თუმცა დღეს ღრუბლებში ნუ იფრენთ. საბანკო ანგარიშების, მემკვიდრეობის, ქონების გაყოფის ან შეერთებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დროა. არ დაივიწყოთ დამატებითი შემოსავლებიდან გადარიცხვის გაკეთება.

თევზები - გავლენიან ადამიანებთან პერსპექტიულ თანამშრომლობაზე უარი არ თქვათ. თუმცა დოკუმენტების ხელმოწერას და დაპირების გაცემას ნუ იჩქარებთ. საღამოსკენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას გაუგებრობის ალბათობა უფრო მეტად არსებობს. ოჯახურ საქმეებში ეჭვი და ყოყმანი დადებითი ცვლილების მოლოდინს თან სდევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100