სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერა: "კაცობა არ გყოფნით, ვინც ჩემზე ბაზრობთ, ერთი-ერთზე გამოდით..."

ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე პოლიტიკური შინაარსის მორიგი სიმღერა “ვერავინ ვერასდროს ვერსად” გაავრცელა.

„გმირად არ იბადები, გმირი უნდა გახდე… ყველაზე რთულ დროს გმირად უნდა დარჩე. .. ვერც ერთი ვერ მგავს, არ ვგავარ არცერთს… რეკორდების მოსახსნელად არ ავიღებ „აიპედს“… მიირთვით ჰალსტუხების ასორტი. ქართველი ვარ, არ მჭირდება პასპორტი… მპასუხობთ გაზეთიდან, კაცობა არ გყოფნით, ვინც ჩემზე ბაზრობს, ერთი ერთზე გამოდით“-მღერის ბერა.

სიმღერაში ბერა გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესაც მიმართავს – „არ ვიცოდი ვინ იყავი, მოგისმინე, გავიქეცი, გოგა, გთხოვ, დროზე წვიმად გადაიქეცი“.

შეგახსნებთ, რომ სოციალურ ქსელში გოგა ხაჩიძე ბერა გააკრიტიკა და მასთან მიმართებაში ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა „აგრესიული ჩლიფინა რეპი“.

მოგვიანებით კი მინისტრმა ხაჩიძემ აღიარა, რომ ბერას კრიტიკისას გადააჭარბა.

ბერას ახალი სიმღერის “ვერავინ ვერასდროს ვერსად” აუდიოვერსია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100