სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი 45 წლის გახდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს 45 წლის გახდა. ის 1967 წლის 21 დეკემბერს თბილისში დაიიბადა.

მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, განათლებით ექიმი, მეცნიერებათა კანდიდატი და თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორია. დედა, გიული ალასანია, პროფესიით ისტორიკოსია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილი სამ ძმას შორის ყველაზე უფროსია.

სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1992 წელს სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო. იმავე წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ მცირე ხანს მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად. ამავდროულად მუშაობდა ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში „Patterson, Belknap, Webb & Tyler“. 1994 წელს მან დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისიურიდიული ფაკულტეტის ლექციებს ესწრებოდა.

2008 წლის 20 იანვრიდან დღემდე სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100