23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ნუ ენდობით უცხო ადამიანების დაპირებას. თუ თავს მარტო იგრძნობთ, საინტერესო წიგნი წაიკითხეთ. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. თუმცა, რთულ საქმეებს ნუ შეასრულებთ, უძილობა გაგტანჯავთ.
კურო
მუშაობისას მეტად დააკვირდით დეტალებს. დღეს განსხვავებული საქმეების განხორციელება მოგიწევთ. ეცადეთ, ყველაფერი კარგად გაანალიზოთ. განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებული შემოთავაზებები.
ტყუპი
დაბნეულობისა და ეჭვების გამო შეიძლება მნიშვნელოვანი შანსები გაუშვათ ხელიდან. სხვა დღისთვის გადადეთ საუბარი უფროსთან, მშობლებთან. საზოგადოების წინაშე გამოსვლა.
კირჩხიბი
მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. ეცადეთ, არ დაკარგოთ მთავარი აზრი. იაზროვნეთ ლოგიკურად და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება, ხელშეკრულებების გაფორმება. არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს და მოერიდეთ უცხო ადგილებში სიარულს.
ქალწული
ნუ იქნებთ ზედმეტად თავდაჯერებული. არაფერი ახალი არ წამოიწყოთ, ნუ გაემგზავრებით შორ მანძილზე, ნუ გააფორმებთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს. განსაკუთრებით, ვიზას.
სასწორი
ნუ ატეხავთ პანიკას, თუ რაღაც ნივთს ვერ მიაგნებთ, ადამიანი დააგვიანებს შეხვედრაზე. დააზუსტეთ ინფორმაცია,
მორიელი
შეიძლება ვერ მიიღოთ სწორი პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე. ჯანმრთელობის ან განწყობის გამო შეიძლება გადადოთ საქმეების, შეხვედრები.
მშვილდოსანი
ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. თუ პარტნიორისგან მკვეთრად განსახვავებული მოსაზრება გაქვთ, არაფერი მოიმოქმედოთ. ზოგიერთი მთელი ღამით გადაწყვეტს გართობას.
თხის რქა
ყურადღება მხოლოდ კონკრეტულ საკითხებს დაუთმეთ. თქვენი დრო და ენერგია ყველასა და ყველაფერს ვერ გასწვდება. აკურატულობა გმართებთ მიმოწერისას. შეძლება შეგეცვალოთ გეგმა, გემოვნება, თვისებები.
მერწყული
იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ეცადეთ, არ დაიტვირთოთ თავი ზედმეტი ფიქრებით, საქმეებით. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
თევზები
გადადეთ ყველა საქმე, რომელიც დეტალებთან, ფაქტების მოძიებასთანაა დაკავშირებული. მოერიდეთ ინტრიგებს - არც გაავრცელოთ, არც მათი მსხვერპლი არ გახდეთ. ზოგიერთს გარშემო მყოფებთან დაეძაბება ურთიერთობა.
კომენტარი