სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინელებმა მესამე რუსულ სამხედრო აეროდრომზეც მიიტანეს იერიში - როგორ ააფეთქა Ту-მ Ту?

6 დე­კემ­ბრის გამ­თე­ნი­ი­სას რუ­სე­თის კურსკის ოლ­ქში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო აე­როდ­რომ ხა­ლი­ნო­ზე, რო­მე­ლიც ქა­ლაქ კურსკის აე­რო­პორ­ტის ფუნ­ქცი­ა­საც ას­რუ­ლებს, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო შე­ტე­ვის შე­დე­გად აფეთ­ქდა და ცე­ცხლი წა­ე­კი­და საწ­ვა­ვის რე­ზერ­ვუ­არს, ცე­ცხლის ალი იმ სიძ­ლი­ე­რის იყო, რომ კურსკის თით­ქმის ყვე­ლა მა­ცხოვ­რებ­ლის სახ­ლის ფან­ჯრე­ბი გა­ა­ნა­თა... ეს იყო ბოლო ორ დღე­ში რი­გით მე­სა­მე თავ­დას­ხმა რუ­სე­თის იმ სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მებ­ზე, სა­ი­დან აფ­რე­ნი­ლი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი რა­კეტმზიდ-ბომბდამ­შე­ნე­ბიც ფრთო­სან რა­კე­ტებს უშ­ვე­ბენ უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი ქა­ლა­ქე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. მა­ნამ­დე, 5 დე­კემ­ბრის დი­ლას, ორი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და რი­ა­ზა­ნის ოლ­ქის დი­ა­გი­ლე­ვო­სა და სა­რა­ტო­ვის ოლ­ქის "ენ­გელ­სი-2“-ის სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მებ­ზე. ამ, ორი­ვე სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის რუ­სულ სამ­ხედ­რო აე­როდ­რომ­ზე სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის მე­ო­რე დღეს­ვე ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოჩ­ნდა ფო­ტო­მა­სა­ლა (რაც რუ­სე­თის სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ნუ­სია, რად­გან აე­როდ­რომ­ზე მყოფ სამ­ხედ­რო­ებს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­სა და მათი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა), რო­მელ­ზეც კარ­გად მო­ჩანს რი­ა­ზა­ნის ოლ­ქის დი­ა­გი­ლე­ვოს აე­როდ­რომ­ზე მდგო­მი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი Ту-22М3 ტი­პის შორი მოქ­მე­დე­ბის რა­კეტმზი­დი-ბომბდამ­შე­ნი (სწო­რედ ერთი ასე­თი ჩა­მო­ვუგ­დეთ აგ­ვის­ტოს ომის დროს რუს ოკუ­პან­ტებს ქარ­თულ ცაში) და სა­ა­ე­როდ­რო­მო მომ­სა­ხუ­რე­ბის "ზილი“. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100