ისინი "გადმოხტნენ და გაიყინნენ" გუდაურში
უნიკალური სანახაობა, გამაოგნებელი სიურპრიზები, დაუვიწყარი გართობა, დრაივი და ექსტრიმი. დღეს გუდაურში გადმოხტი და გაიყინე! - Red Bull Jump&Freeze №2 გაიმართა.
სახალისო კოსტიუმებში გამოწყობილი მონაწილეები 100 მეტრიანი ტრასიდან ეშვებოდნენ და ტრამპლინიდან პირდაპირ ცივი წყლით სავსე აუზში ხტებოდნენ.
შეჯიბრის გამარჯვებული გუნდები გახდნენ: “ტრაგიკული ქორწინება”, “ქვა– bull“ და „კანიბალები“. პირველი ადგილის მფლობელი „ტრაგიკული ქორწინება“ გენერალურმა სპონსორმა „ბანკ კონსტანტას“ ინოვაციურმა პროდუქტმა INBOX სტამბულის ტურნეთი დააჯილდოვა.
რედბულის საერთაშორისო პროექტ Red Bull Jump&Freeze №2-ში 25 გუნდი მონაწილეობდა. ღონისძიება თბილისის მერიისა და გუდაურის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ცატარდა. პროექტის გენერალური პარტნიორია „ბანკ კონსტანტას“ ინოვაციური პროდუქტი INBOX. პროექტის პარტნიორები არიან: მინერალური წყალი „ლიკანი“, სადაზღვეო კომპანია „ალდაგი ბისიაი“, „თეგეტა მოტორსი“, სპორტული მაღაზია „სნოუ არენა“, სპორტკომპლექსი „არენა“, მაღაზია „ტომ ტეილორი“, სასტუმრო „მარკო პოლო“, და „ვიტამინი“.
კომენტარი