პროკურატურის მოწმე პილიციელი: მგონი გზა სამოქალაქო პირების მიერ იყო ჩახერგილი
19 წლის სტაჟის მქონე პოლიციელს გიორგი მაისურაძეს, რომელიც კახეთის სამხარეო პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის სამმართველოს უფროსია, არც ერთი ის გარემოება არ ახსოვს, რომელიც დავით კირკიტაძის უდანაშაულობაზე მიუთითებს.
კერძოდ: მას არ ახსოვს იყო თუ არა ბევრი პოლიციელი ველისციხის ინციდენტის დროს.
არც ის ახსოვს კონკრეტულად ვინ გადაკეტა გზა.
მეტიც, მოწმე მაისურაძე სრულიად სერიოზულად უყვება მოსამართლეს რომ "მგონი გზა სამოქალაქო
პირების მიერ იყო ჩახერგილი".
სამაგიეროდ, პროკურატურის მოწმემ ზუსტად იცის რომ ავტობუსი, რომელზეც დავით კირკიტაძე ასვლას ცდილობდა, პოლიციის საკუთრება იყო, მიუხედავად იმისა რომ მას არანაირი შესაბამისი წარწერა თუ მინიშნება არ ჰქონდა.
"რანაირად ვუთხრა ახლა ამას ეს" - ამბობს პოლიციელი მაისურაძე, რომელიც დაკითხვის დროს დავით კირკიტაძის ადვოკატის მიმართ უხეშობით და ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩევა.
კომენტარი