სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპატრიარქო – მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ აგრესიისგან, ჟურნალისტებზე ძალადობას ეკლესია გამართლებას ვერ მოუნახავს

საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე პასუხისმგებლობა „თბილისი პრაიდს“ აკისრებს.

„ძალიან სამწუხაროა თუ აგრესია ვლინდება. ეს უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი. სიმშვიდის შენარჩუნება არის მთავარი. მოვუწოდებთ, რომ არ იყოს აგრესია არც ჟურნალისტებისადმი, არც სხვებისადმი, უბრალოდ უნდა იყოს აზრის დაფიქსირება, რომ მიუღებელია ეს ყველაფერი.

დაძაბულობაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ორგანიზატორებს და წამქეზებლებს. მთელი თვის განმავლობაში ხედავდნენ, რომ მოსახლეობა ამას იღებს ძალიან მტკინვეულად და მოსალოდნელი იყო მადენი ხალხის მობილიზება. ამიტომ მათ გააკეთეს ამ ხალხის შეკრების პროვოცირება“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, აქციაზე, რომელიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გაიმართა, დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100