ვის ხვდება თამო ვაშალომიძე და აპირებს თუ არა დაქორწინებას - აი, რა გაუმხილა მოდელმა დრონი.ჯი-ს
თამო ვაშალომიძეს ახალი ბიჭი ჰყავს. მისი რჩეული აკაკი სამხარაძეა.
დრონი.ჯი ინფორმაციის გადასამოწმებლად მოდელს დაუკავშირდა.
დრონი.ჯი: თამო, მართალია, რომ ახალი შეყვარებული გყავს?
თამო ვაშალომიძე: კი მართალია, უკვე რამდენიმე თვეა ერთად ვართ.
- ვინ არის შენი ახალი რჩეული?
- აკა ცნობადი სახე არ არის. ის სამედიცინო სფეროში საქმიანობს.
- ხომ არ უკავშირდება თქვენი მომავალი გეგმები დაქორწინებას?
- ჯერ ამაზე არ ვფიქრობთ, ბედნიერად ვგრძნობთ თავს და მომავალში ვნახოთ რა იქნება.
- ერთად ცხოვრობთ?
- არა, ერთად არ ვცხოვრობთ.
დრონი.ჯი. ბედნიერებას უსურვებს თამოს, მის ახალ შეყვარებულთან.
ავტორი:ტაისია ამაშუკელი
კომენტარი