ფუდპანდა ბათუმში პოპულარული ხდება
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. განსაკუთრებით კი, როცა ამინდი ხელს არ გვიწყობს - წვიმს, ქარია, თოვს... და როდესაც გარეთ გასვლა გეზარებათ და გსურთ რამე გემრიელი და სასიამოვნო კერძი მიირთვათ შინიდან გაუსვლელად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
ფუდპანდამ ოპერირება თბილისის გარდა რეგიონებშიც დაიწყო. 2014 წლის 17 ნოემბრიდან „ფუდპანდა“ ბათუმშიც გაფართოვდა! მოკლე დორის მიუხედავად ის ზღვისპირა ქალაქში უკვე პოპულარულია. „ფუდპანდამ“ ბათუმში უკვე აქტიურად აითვისა რესტორნები, და საკვების შეკვეთის სერვისი უკვე მუშაობს ისეთ წერტილებზე, როგორებიცაა “პრივეტ იზ ბატუმა“, „პორტო ფრანკო“, „ბათუმი პიცა“, „ხინკლის სახლი #1“ და „მარკო პოლო.“ „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს. საქართველოში „ფუდპანდა“-ს ბიზნეს მოდელს ალტერნატივა არ გააჩნია, და კომპანია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს გასვლას.
„ძალიან მომწონს ეს სერვისი. განსაკუთრებით როცა ამინდი ხელს არ გიწყობს ან მეგობრები მოულოდნელად დაგაგდნენ თავს. ფუდპანდა საკმაოდ სწრაფი და ხელმისაწვდომია. შენი საყვარელი კერძი 30 წუთში უკვე შენს გვერდითაა. მას ალტერნატივა არ გააჩნია,“ - აღნიშნავენ სერვისით კმაყოფილი ბათუმელები.
"ჩვენ გრძელვადიანად ვართ ამ ბიზნესში, და სადაც შესაძლებლობა გვაქვს, მაქსიმალურად ვფართოვდებით. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯია დასავლეთ საქართველოში და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის სტარტმა წარმატებით ჩაიარა, და უკვე ვგეგმავთ ჩვენს იქაურ რესტორანთა ქსელის გაფართოებას. ამ ეტაპზე პერსპექტივაში გვაქვს ქუთაისის ათვისებაც, მაგრამ ახლო მომავალში ფოკუსირებულები ვართ თბილისისა და ბათუმის განვითარებაზე" - განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.
გერმანულმა ბრენდმა „ფუდპანდამ“ ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის 21 მარტს დაიწყო. მოკლე დროის მუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება. „დღესდღეობით „ფუდპანდას“ პარტნიორთა რიცხვში 60 მეტი ცნობილი რესტორანია და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
2014 წლის 17 ნოემბრიდან „ფუდპანდა“ ბათუმში გაფართოვდა!
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.
კომენტარი