
თევზის სოუსი
მასალა:
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
ნახევარი სუფრის კოვზი ფხვნილი “კერი” (შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა სანელებლები)
ნახევარი ლიტრი თევზის ბულიონი
1 ცალი კვერცხი
მარილი
ლიმონის წვენი
ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად შევბრაწოთ გაცხელებულ ზეთში, დავამატოთ “კერი” და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში. კვერცხი ავთქვიფოთ, შევურიოთ თევზის ბულიონი და ნელ-ნელა ჩავასხათ სოუსში, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ არ გასქელდება. მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ლიმონის წვენი.
კომენტარი