სალაშქროდ წასული ამერიკული ოჯახის ტრაგედია - რა გახდა ცოლ-ქმრისა და მათი 1 წლის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი?
აგვისტოში კალიფორნიაში, სიერას ეროვნულ პარკში, სალაშქროდ წასული ოჯახი გარდაცვლილი ნახეს. მას შემდეგ აქტიური გამოძიება მიმდინარეობდა და ახლაღა გაეცა კითხვას პასუხი, თუ რის გამო დაიღუპა ელენ ჩუნგი (31 წლის), ჯონათან გერიში (45 წლის) და მათი 1 წლის ქალიშვილი მიჯუ. ოჯახი ძაღლთან - ოსკისთან ერთად, 15 აგვისტოს სიერა ნევადის ეროვნული ტყის უკაცრიელ ტერიტორიაზე სალაშქროდ გაემგზავრა. მათი სატვირთო მანქანა ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს გზის ბილიკთან ახლოს, ამის შემდეგ მალევე იპოვეს ჯონათანის და მიჯუს ცხედრები, ელენისს სხეული კი ცოტა უფრო მოშორებით, აღმართთან ნახეს. გამოძიების საბოლოო შედეგების მიხედვით, ადგილობრივმა შერიფმა გამოაცხადა, რომ ოჯახი გადახურებისა და გაუწყლოების შედეგად გარდაიცვალა: "ეს ტრაგიკული შემთხვევა ამინდის გამო მოხდა“, - თქვა მარიპოზას ოლქის შერიფმა. ინფორმაციის მიხედვით, გერიშს 2017 წელსაც დაუგეგმავს ლაშქრობა მსგავსი მარშრუტით, თუმცა იმჟამად ტემპერატურა ბევრად უფრო დაბალი იყო და 2018 წლის ფერგიუსონის ხანძარსაც არ ჰქონდა ჯერ კვალი დატოვებული. ხანძრის შემდეგ, ბევრი ადგილობრივი გადავიდა მარიპოზადან, რათა გაუსაძლისი სიცხეებისთვის თავი აერიდებინათ. ელენს და ჯონათანს ამაზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.
კომენტარი