სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 602 ჟურნალისტი გარდაიცვალა - დრონი. ჯი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს

პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 59 ქვეყანაში 602 ჟურნალისტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-ი ავრცელებს.

„გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა (303) ლათინური ამერიკის ქვეყნებზე მოდის. შემდეგ მოდიან აზია (145), ევროპა (94), ჩრდილოეთ ამერიკა (32) და აფრიკა (28). პროფესიიდან გამომდინარე, სხვადასხვა მოვლენის გასაშუქებლად ჟურნალისტებს, მაგალითად, ფრილანსერებსა და ფოტოგრაფებზე „ველზე“ უწევთ მუშაობა და ვირუსის წინაშე ისინი ნაკლებად დაცულები არიან“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტი ჟურნალისტი (93) კორონავირუსს პერუში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ბრაზილია (55), მესამეზე კი ინდოეთი (53).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100