სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაშინგტონში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე სერგეი ლავროვი აშშ-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს

აშშ-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი დღეს იწყება, ვიზიტამდე ერთი დღით ადრე კი რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი აშშ-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს. „უორლდ სტრიტ ჯორნალისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლავროვი აღნიშნავს, რომ 12 ივნისს ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი კრეისერ „მინტერეის“ შესვლა ბათუმის პორტში აშშ-ის მხრიდან პროვოკაციული ქმედება იყო და მოსკოვის გაღიზიანებას ისახავდა მიზნად.

„კრეისერის ტიპიც სპეციალურად შეირჩა, რათა რუსეთის ხელისუფლება კიდევ უფრო გაღიზიანებულიყო. ასეთი შემთხვევა პირველი არ არის და რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ასეთი მაგალითები ხელს ვერ შეუწყობს გადატვირთვის პოლიტიკის წარმატებულად დასრულებას“, - ამბობს ლავროვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100