39 წლის სამხედრო დღეს დილით კორონავირუსით გარდაიცვალა
რუსი სამხედრო და ბირთვული კვლევების ინსტიტუსის 39 წლის მეცნიერი დანილა ტლისოვა, რომელსაც კორონავიირუსი დაუდასტურდა, დღეს კომუნარკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რუსული გამოცემის ცნობით, სამხედრო საფრანგეთიდან 21 მარტს დაბრუნდა. 4 აპრილს იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. დღეს დილით კი დანილა გარდაიცვალა.
ტლისოვა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში, ფიზიკური პროცესების მოდელირების ლაბორატორიაში მუშაობდა.
2016 წელს მან CMS -ის პრიზი მოიგო რადიაციული წინააღმდეგობის შესწავლაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.
რამბლერის ცნობით, 14 აპრილის დილის მონაცემით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სულ 21 200 პირია. გარდაცვლილია 170 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 694 -ია.
უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი