სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის ვერდიქტის მოლოდინში: ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრი ხდება, ვის ჩააბარებენ საგარეო უწყებას?

"ქართული ოცნება" და უმრავლესობის წევრები ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის მოლოდინში არიან - კანონის მიხედვით, ახლი პრემიერი ოფიციალურად ოლიგარქმა უნდა წარადგინოს.

იქნება თუ არა მისი რჩეული ირაკლი კობახიძე თუ სხვა ვინმე ეს ივანიშვილმა ან განცხადებით ანდა ოფიციალური წერილით უნდა გაასაჯაროვეს, თუმცა მეორე დღეა, ივანიშვილი არ ჩანს, გაუჩინარებულია ირაკლი კობახიძეც.

დაკეტილია იმ დეპუტატების კაბინეტებიც საკანონმდებლო ორგანოში, რომლებმაც შესაძლოა, პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლონ. ღარიბაშვილის გზას კი სავარაუდოდ მის კაბინეტის ბევრი წევრი დაადგება. უკვე დაანონსებულია, რომ თანამდებობიდან თავდაცვის, იუსტიციის და ჯანდაცვის მინისტრებს უშვებენ.

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი ნიკოლოზ სამხარაძისა და მარიკა ბოჭორიშვილის კანდიდატურები განიხილება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100