პოლიტიკური მარგალიტების ნაკრები
”ბატონო მიშა, სამეგრელოში ყველაფერი კარგად მიდის, გაჩნდა ფულიც; აი, მაგალითად, ამ დღეებში გაიტაცეს პიროვნება, რომლის ოჯახმაც მეორე დღესვე 30 000 დოლარი გადაიხადა გამოსასყიდი” – კახა არდია, სამეგრელოს გუბერნატორი.
”აქ უნდა ყოფილიყვნენ ბოკერია და არველაძე, მაგრამ არ მოვიდნენ, პარლამენტში რაღაც საქმე გვაქვსო. ნეტა რა საქმე აქვთ იმისთანა, რომ გადაცემაში არ მოვიდნენ?” - ინგა გრიგოლია.
”ბუკვალურად მინდა აღვნიშნო” – გია ბარამიძე.
ჟურნალისტი: ”დაგვიანებული პენსიებისთვის გამოყოფილი თანხები რა პრინციპით განაწილდება”?
ავთო ჯორბენაძე: ”პირველ რიგში, მიცვალებულებს უნდა დავეხმაროთ”...
”ლოთი ქობალიას დახოცილი მეომრები ტყეში ერთმანეთს ასაფლავებდნენ” - ნატო ონიანი.
”მე-11-ეკლასელების გამოსაშვებ ბალზე ვიყავი” – მიხეილ სააკაშვილი.
”აღშფრთოვანებული ვარ” - ელენე თევდორაძე.
”მანამდე არ აგიდგათ გვერდები, სანამ მე არ გადავდგები” - ედუარდ შევარდნაძე.
”ის, რომ რუსეთის გენ. პროკურორის მოადგილე ჩადის აფხაზეთში და კარგი კანონიერი ქურდივით არჩევს საქმეებს, ეს არაა პატივისცემა” – მიხეილ სააკაშვილი.
”უნივერსიტეტში ლექციებს არ ატარებენ და ბავშვები ქუჩის ადამიანები ხდებიან” - ნინელი ჭანკვეტაძე.
”საქართველო ესმის მხოლოდ მაღალგანვითარებულ ადამიანს” - ბასა ფოცხიშვილი.
”როცა კანონი არ კანონობს და ადამიანი სჩადის დანაშაულს, ადამიანი იქცევა კანონად” - სოსო ჯაჭვლიანი.
”აგარაკს არ დავთმობ, ლტოლვილებისათვის არ გამოდგება... იქ ყოფილხართ? რომ მოხვალთ, დარწმუნდებით, რომ ლტოლვილები იქ ვერ იცხოვრებენ” - ნინო ბურჯანაძე.
"ვანესა რედგრეივი მირეკავს და ვიღაცა სოფლელი უგულავა მაიგნორირებს" - ქეთი დოლიძე.
”ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ, ვიბრძვით სუფთა ხელებით, ცარიელი გულით და თავით” -ლევან გაჩეჩილაძე.
”ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკას აქვს საზრისი და ეს საზრისი არის მსახურება, აქიმობა” - გია მაისაშვილი.
”მუცლის გაზი თუ გამოიყენეს, დავიღუპებით” - უცნობი.
”ენა, მამული, სარწმუნოება წამართვა მიშამ მე, როგორც ახალგაზრდას” - ნინელი ჭანკვეტაძე.
”თან პიკეტი გვაქვს და თან ტრაპეზი” - ზვიად ძიძიგური.
”ჰო, ისე, დღეს გიორგობაა, მიშას დღეა” - დავით აქუბარდია 23 ნოემბერს.
"თბილისის ფორუმის" მიხედვით.
კომენტარი