აშშ-ში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ხაზს გამოედო და ჩამოვარდა. შემთხვევა აშშ-ის შტატ ნიუ-მექსიკოს ქალაქ ალბუკერკეში მოხდა და შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე ინფორმაციას ადგილობრივი არხი KRQE პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო არხის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე მოხდა. ინციდენტის შედეგად, 13 ათას აბონენტს ელექტროენერგია გაეთიშა.
„პოლიციამ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის ფაქტზე რეაგირება მოახდინა. რეგიონს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება“, - წერს Twitter-ზე ქალაქის პოლიციის განყოფილების წარმომადგენელი.
კომენტარი