სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქართველო გაყიდეთ! დავით გარეჯი, აფხაზეთი… და ახლა რუსთაველის თეატრს „უჩმახებთ“ – რობერტ სტურუა

რუსეთის პირველი არხის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება.

ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მათ, ვინც ფიქრობს, რომ რუსთაველის თეატრი მოსკოვში არ უნდა წავიდეს, რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში პასუხობს:

„საქართველო გაყიდეთ! დავით გარეჯი, აფხაზეთი, გალი, სამაჩაბლო – და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ, რატომ გპატიჟებენ რუსეთში ჩეხოვის ფესტივალზეო,“ – წერს რობიკო სტურუა.

რეჟისორი საზოგადოებისთვის კდიევ ერთ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ „რა იცით, უღმერთოებო, საქართველოს და ქართველების ფასი?!“.


„თ ქ ვ ე ნ!!!


2012 წელს,


მას შემდეგ რაც თქვენმა ვითომ ქართველმა…


26 მაისს ქართველები დაარბია და…


ვინღა გაიგებს რამდენი ქართველის სისხლი დალია,


დაბოღმილმა “ბელადმა”


რუსთაველის თეატრს მომაშორა!


ვინ მოთვლის რამდენი ქვეყნის თეატრმა გამომიწოდა ხელი!


მე Et Setera ვარჩიე!


და მას შემდეგ გავხდი


სტანისლავსკის,


მეიერხოლდის,


ტაიროვის,


ტოვსტონოგოვის,


დოსტოევსკის,


ახმეტელის


(ადრეც და სამუდამოდ,


წამებულო, ბატონო სანდრო)


მიმდევარი!


ვარ და ვიქნები მუდამ!


თქვენ კი…


თქვენი ტელევიზია,


თქვენი გამრუდებული სინდისი,


თქვენი პროვინციული ფაშიზმი


თქვენ დაგრჩებათ –


რა იცით, უღმერთოებო,


საქართველოს და ქართველების ფასი?!


მე კი


ქართველი ვარ


და ქართველად დავრჩები


მაშინაც როცა თავისუფლების მოედანზე


ჩემ ჩამოხრჩობას დააპირებთ!


აპა!


P.S.


დარწმუნებული ვარ


არავის შეუმჩნევია


რომ ქაბულაძის პორტრეტზე


რუსთაველი


“ვეფხისტყაოსანს”


ვეფხვის აღრენილ თავზე ქმნის!


(ვეფხვია თუ?..)


ნუთუ ამ ვეფხვმა გააძევა პოეტი


იერუსალიმს?


არა!


ქართველებმა?


არავინ იცის!..


და მერე რა?


არაფერი!


შოთამ აჯობა,“ – წერს რობერტ სტურუა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100