ჟურნალისტი ოთარ კუშანაშვილი შოუს მონაწილეებთან ერთად გაშიშვლდა
ცნობილი ჟურნალისტი, ოთარ კუშანაშვილი ამ დღეებში პროექტ Big brother-ის გადაღების დროს შიშველი დადიოდა.
პროექტის დანარჩენი მონაწილეებისა და ტელემაყურებლების წინაშე ჟურნალისტი დედიშობილა წარსდგა.
ოთარ კუშანაშვილი პროექტში რიგითი წევრის რანგში იღებს მონაწილეობას. მისი პირველი თხოვნა პროექტის მონაწილეებისადმი წვეულების მოწყობა იყო. დიდმა ძმამ სახლის ახალი მცხოვრების მისი თხოვნა დააკმაყოფილა, ოღონდ, ერთი პირობა წაუყენა: მონაწილეები, კუშანაშვილის ჩათვლით, მთლიანად უნდა გაშიშვლებულიყვნენ...
Big brother რეალითი-შოუა, რომელიც უკრაინულ ტელეარხ K1-ზე გადის.
სკანდალური პირადი თუ სამსახურებრივი თავგადასავლებით ცნობილი, 41 წლის ოთარ კუშანაშვილი წარმოშობით ქუთაისელია. სხვადასხვა დროს იგი რუსეთის სხვადასხვა ტელევიზიაში, ასევე გაზეთში მუშაობდა. 2008 წელს განაცხადა, რომ ტელევიზიას თავს ანებებს და ბეჭდურ მედიას უბრუნდება. ამის მიუხედავად, მას ტელეწამყვანად და კოლუმნისტად მოიხსენიებენ.
კომენტარი